“მეტრონომი” გთავაზობთ “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით დღის ყველა კომენტარს, რომელიც პოლიტიკოსებმა, ანალიტიკოსებმა და ექსპერტებმა გააკეთეს.
1- “მორჩით ამ ბიძინამ სტრასბურგი იყიდა მარაზმს. წააგეთ საქმე. გადაშალეთ ახალი ფურცელი!”, – თინა ხიდაშელი;
2- “მედიაგარემოს თვალსაზრისით, ამ ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი მიადგა”, – ნინო დანელია;
3- “შეეშვან ნიკა გვარამიას. ნიკა გვარამია ჩვენთვის არის სიტყვის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი”, – ნანუკა ჟორჟოლიანი;
4- “შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა”, – ოთო კახიძე;
5- “ჩვენი ტელევიზიის ფასეულობების და დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის ნიკა გვარამია”, – ილო ბეროშვილი;
6 – “რუსთავი 2” თუ აღარ იქნება, დადგება ტელეკომპანია “პირველის” ჯერი”, – ნანუკა ჟორჟოლიანი;
7- უნდა განაგრძო ბრძოლა, რომ არ დამარცხდე! წაიღებენ “რუსთავი2”-ს? თუ იბრძვი მის ადგილას “რუსთავი4″ ამოვა! – ნიკა მელია;
8- როდესაც ხელისუფლებებს მიაქვთ დიდი საინფორმაციო საშუალებები, რომელიც მანამდე დამოუკიდებელი იყო ის განეიტრალებულია, – დავით ბერძენიშვილი;
9- დღეს აქ, ამ ნარინჯისფერ მიკროფონთან წყდება სამშობლოს ბედი, – მაია ასათიანი;
10- წინ კიდევ უფრო მძიმე ბრძოლები გველის, მაგრამ არაფერი დაკარგული არაა. ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ, – ალეკო ელისაშვილი;
11- ოცნებას სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს, – ზურაბ ჯაფარიძე;
12- სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის ჩემი მორალური გამარჯვებაც, – მოსამართლე ურთმელიძე;
13- როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ივანიშვილის პიროსის გამარჯვება, პოლიტიკური გარღვევის წინაპირობაცაა, – თამარა ჩერგოლეიშვილი;
14- ასეთი დაბრმავებულები როგორ ხართ, რომ გვარამიას სიძულვილით ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებაზე ხართ თანახმა?!, – ცოტნე გამსახურდია;
15- დღევანდელი გადაწყვეტილება ტოვებს სამართლებრივი გაგრძელების და დიდ პალატაში გასაჩივრების პერსპექტივას, რის გამოყენებასაც „რუსთავი 2“ აპირებს, – დავით ბაქრაძე;
16- “მთელი ქვეყანა დაძრულია. ჩვენ დავიცავთ ბოლომდე “რუსთავი2-ს”, – თაკო ჩარკვიანი;
17- პირველი და მთავარი, რაც მინდა რომ ვთქვა, ხელები არავინ არ უნდა ჩამოყაროს, იმიტომ, რომ ბრძოლა გრძელდება, – გიგი უგულავა;
18- ხელისუფლებამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს სტრასბურგის გადაწყვეტილება, – სალომე სამადაშვილი;
19- ადგეს ახლა მამუკა ხაზარაძე, არ ვიცი კიდევ ვინმე სხვა ნორმალური ბიზნესმენი და დააფინანსონ ახალი არხი და რუსთავი 2 მთელი კოლექტივი გადავიდეს რუსთავი 3-ში, – თეა თუთბერიძე;
20- დიდი მეამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული და სახელმწიფო ბერკეტები, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – გია ბარამიძე;
21- უკეთესი სასამართლო მარსზეა, – ამირან სალუქვაძე;
22- მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომ, სოლიდარობას ვუცხადებ რუსთავი 2 ის ჟურნალისტებს, – ეკა გიგაური;
23- არ დავემსგავსოთ ქოცებს: ნუ დავიწყებთ ევროპის და ევროპული ინსტიტუტების გინებას, – ზურაბ ჭიაბერაშვილი;
24- ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს, – შალვა ნათელაშვილი;
25- ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, დავსხდეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე, – მიხეილ სააკაშვილი;
26 – ამჯერად დადასტურდა ის, რომ შეჩერების მექანიზმი მოიხსნა დღის წესრიგიდან და დადასტურდა ის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ, – გია ვოლსკი;
27- რუსთავი 2-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გაამრჯვებით, – თეა წულუკიანი;
28- ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა მისი ეჭვქვეშ დაყენება უკვე პრო კი არა, ანტი-დასავლური განწყობებს შექმნის, – გია ხუხაშვილი;
29- გვარამიამ ‘სუხოიზე’ წააგო თეა წულუკიანთან და სტრასბურგის ხელით ‘წითელი დიპლომი’ გადასცა ‘კლანს’, – გია აბაშიძე;
30- “მე შემთხვევით არ მაცვია „კამუფლაჟი“. პირდაპირ გეუბნებით, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“, – ნიკა გვარამია;
31- ივანიშვილისთვის კი ეს ნამდვილად არის პიროსის გამარჯვება, ისეთი გამარჯვება, რომელიც დამარცხების ტოლფასია, – რომან გოცირიძე;
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.
ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.
ქიბარ ხალვაშმა დღესვე განცხადება გაავრცელა, რომ ტელეკომპანიას მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.
ამავდროულად, ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ნიკა გვარამია გადაყენების მოთხოვნით მიმართა.
ამავდროულად გვარამიამ განაცხაა, რომ მას კონტრაქტი აქვს და მის ამოწურვამდე არსად წავა.
ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2-ის” წილების გადასაფორმებლად საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.
იუსტიციის სახლში ამ წუთებში ოფიციალურად დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაში როგორც “რუსთავი 2”-ის მესაკუთრე. დოკუმენტების მიხედვით, ის 60 პროცენტის მფლობელია, ხოლო შპს “პანორამა” – 40.
გარდა ამისა, ხალვაშმა მეორე განცხადებითაც მიმართა რეესტრს, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი აღარ არის. ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.
2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.
მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“.
სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.