აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე ამ დროისთვის იზოლატორშია გადაყვანილი – მათ შორის არიან მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილიც.
„როიტერსი“-ის ცნობით, აბუ-დაბის პოლიციის განცხადების მიხედვით დააკავეს „რვა პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სასტუმროს შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში“ და „პოლიციამ ასევე დააკავა ორი პირი, რომლებმაც ინციდენტი ვიდეოზე აღბეჭდეს, და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გაატარა“.
რამდფენიმე საათის წინ საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყვა ვიდეო და თქვა, რომ მისი ძმა და მერაბ დვალიშვილი ამ დრომდე ციხეში არიან. “ჯერ არ გამოუშვიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა 48 საათის განმავლობაში იყვნენ“.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს სასტუმროში რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.

