“მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ევროსასამართლომ, სოლიდარობას ვუცხადებ რუსთავი 2 ის ჟურნალისტებს და მგონია, რომ განსხვავებული და კრიტიკული აზრის ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა დარტყმას მიაყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას!”
ასე ეხმაურება “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.