“ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა მისი ეჭვქვეშ დაყენება უკვე პრო კი არა, ანტი-დასავლური განწყობებს შექმნის. ამასთანავე, კრიტიკული, თუნდაც აგრესიული მედია პლატფორმის არსებობა ჩვენს სინამდვილეში აუცილებელია. მალე გამოჩნდება, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ის, რასაც ქვია ადამიანური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური რესურსი. ყველა შემთხვევაში, ახლა გადავიდნენ სიმწიფის და გუნდური მდგრადობის ტესტირების რეჟიმში. ვნახოთ…”
ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.