საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთი Metronome.ge დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. ჩვენი მთავარი მოწოდებაა ნებისმიერ სფეროში, ობიექტურად გავაშუქოთ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები, აზრის გამოთქმის საშუალება მივცეთ ნებისმიერი განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელ პერსონას, თუგინდ რედაქცია მას არ იზიარებდეს. ამასთან, რედაქცია მკაცრად მიჯნავს ფაქტებსა და კომენტარებს.
ჩვენ ვმოქმედებთ “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” მიერ 2000 წელს გამოქვეყნებულ “ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსით”, რომელიც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა. ჟურნალისტთა პროფესიული ეთიკის დაცვით, ჩვენ მკითხველებს მივაწვდით ზუსტ ინფორმაციას, რითაც დავეხმარებით მათ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და მდიდარი, განსხვავებული ინფორმაციის ხარჯზე, გაუჩნდეთ საკუთარი აზრი.
ჩვენი სურვილია გაქანება მივცეთ კრიტიკულ აზროვნებას, რომელიც ემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის, ინდივიდის თავისუფლების და კანონის უზენაესობის დაცვას.
რედაქცია მხარს უჭერს რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მისცა ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას.
გაზეთის მთავარი რედაქტორი ელენე ასაშვილი
რედაქცია:
ირაკლი რობაქიძე (ჟურნალისტი)
ნინი ღონღაძე (ჟურნალისტი)
თიკო ნოდია (ჟურნალისტი)
მისამართი: თბილისი, ჭოველიძის 6
ტელეფონი: 591 300 991
E-mail:
info@metronome.ge
marketing@metronome.ge