საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტსმენების რწმენასა და იმ საჯარო მაგალითზე, რომელსაც ისინი მოედანზე ქრისტიანული ფასეულობების გამოხატვით აჩვენებენ.
შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადასცა.

