“საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, რაც შეეხება “რუსთავი2”-ს მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, არის მთელი რიგი საკითხები რაც უნდა გასაჩივირდეს. ბოლომდე იბრძოლებენ “რუსთავი2”-ის იურისტები, ნიკა გვარამია და ჩვენ ყველა.
ფაქტია საშინელი, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის უზურპაცია. ეს არის პატრონ-ყმური ურთიერთობა. მივუჩენთ ბიძინა ივანიშვილს ადგილს და ეს იქნება პოლიტიკური სანაგვე. ყველა უზურპატორის ადგილი არის პოლიტიკურ სანაგვეზე.
მერე იტყვიან ოპოზიცია შტურმს ითხოვდა. რა შტურმს მთელი ქვეყანა დაძრულია. ჩვენ დავიცავთ ბოლომდე “რუსთავი2-ს”
ასე ეხმაურება პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკიანი “რუსთავი 2-თან” საუბრისას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.