მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას, ყველა ძალას მოვუწოდებ, ვიბრძოლოთ ბოლომდე – სააკაშვილი

“მინდა, მოგმართოთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და არა მარტო. ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მთელი ბიზნესი, ბიუჯეტი, მიწები და ტყეები. მეგობრებო, წყნარად დავხვდეთ და შევეგუოთ? გვინდა, რომ მტერს ჩავაბაროთ სამშობლო? მე არ ვაპირებ გაჩერებას, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. მოდი, გვერდით გადავდოთ შვებულებები, დასვენებები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, დავსხდეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვიდგებით ერთად და მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ”

ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ვიდეომიმართვისას „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა;

იტვირთბა....