“პირველი და მთავარი, რაც მინდა რომ ვთქვა, ხელები არავინ არ უნდა ჩამოყაროს, იმიტომ, რომ ბრძოლა გრძელდება და მეტსაც გეტყვით, გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე არ მქონდა არავითარი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი გადაწყვეტილება რომც ყოფილიყო, იურიდიული უტიფრობა ეყოფოდა წულუკიანს და ივანიშვილს, რომ ქოთნისთვის ყური სხვა მიმართულებით მოერგო და წასულიყო ისე, როგორც მათ უნდათ. მათ არ მივცეთ იმის შესაძლებლობა რისი გაკეთებაც მათ უნდათ, “რუსთავი 2″-ის დანგრევა, აქ არსებული შემადგენლობის გაყრა. აქ უნდათ შექმნათ რუპორი, ჩვეულებრივი სახელისუფლებო ტელევიზია. იჩქარებს ქიბარი და მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს თქვენს დასრულებას, იმიტომ, რომ ქიბარი არ არის პიროვნება, ქიბარი არის პროგრამა. ქიბარი არის „ახევის“ სინონიმი”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველო”
რუსთავი – 2თან საუბრისას
შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.