ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.

ამასთან, სტრაბუსრგის სასამართლომ ძალაში არ დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობას სამი მუხლის დარღვევაზე ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, პანორამას მიაკუთვნა.

ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანამდე აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი შეაჩერა.

 

იტვირთბა....