ახალი ამბები მთავარი სამართალი

წულუკიანი – „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანმა “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. წულუკიანის განცხადებით, ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. ამავდროულად, დაუშვებლად სცნო სრულად „რუსთავი2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

წულუკიანის განცხადებით,ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

დაუშვებლად სცნო, როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ერთხმად დაუშვებლად სცნო სამივე მომჩივანის, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია. 6 ხმით 1 ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც შეეხებათ მოსამართლეებს ურთმელიძესა და თოდუას. ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე18 მუხლის ჭრილში.

რაც შეეხება ურთმელიძესა და თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილია ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ სამართლიანი სასამართლოს ამ ორ კომპონენტში წინააღმდეგ მისცა ხმა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უაროფილ იქნა როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“. ეს არის საქმის სარეზოლუციო და სხვა ნაწილების მოკლე შეჯამება. გადაწყვეტილება არის 100-ზე მეტი გვერდისგან შემდგარი, შესაბამისად, მის სამოტივაციო ნაწილს ჩვენც და მოწინააღმდეგე მხარე დეტალურად მომავალში გავეცნობით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

 

იტვირთბა....