“ნიკა გვარამია აქამდე კვალიფიციური იურისტი გვეგონა, საზოგადოება ელოდა მისი ხელით ‘კლანის’ დასამარებას. მოხდა პირიქით. გვარამიამ ‘სუხოიზე’ წააგო თეა წულუკიანთან და სტრასბურგის ხელით ‘წითელი დიპლომი’ გადასცა ‘კლანს’.
ამისთვის გვაბრძოლა გვარამიამ მთელი სამოქალაქო საზოგადიება?
ის დროა, შოუბიზნესსა და კულინარიაში დაიხარჯოს ფეიკნიუსერი ნ.გვარამია”
ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.