ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მურუსიძე, მიქაუტაძე და გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ხელახლა აირჩიეს

ლევან მურუსიძე, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილის ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.

  • ეს გადაწყვეტილება მოსამართლეთა კონფერენციაზე მიიღეს, თუმცა ეს შეხვედრა მედიისთვის ცნობილი არ იყო- ინფორმაციის შესახებ ცნობილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საკონსტირუციო სარჩელიდან გახდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე ეს სიახლე სამივე მათგანის შემთხვევაში მოგვიანებით აისახა. 

ირკვევა ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი. 

ლევან მურუსიძს გვარმა დღეს 12 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოშიც ახსენეს, სადაც „ოპოზიციის აკრძალვის საქმე“ განიხილება. ეს უკანასკნელი სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო.  იგი 2018 წლიდან უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

  • ლევან მურუსიძე 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 4 წლის წინ, 2022 წლის 23 ოქტომბერს, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს.

გიორგი მიქაუტაძე  2017-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 2019 წელს მიქაუტაძე უვადოდ მოსამართლედ გაამწესეს, ხოლო 2020 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

იტვირთბა....