ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

“უკეთესი სასამართლო მარსზეა” – სალუქვაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

“რასაც დილით ვწერდი, არ იყო საჭირო წინასწარ რაღაც განწყობების შექმნა.
თუ იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის მიხედვით ვიმსჯელებთ, იგივეს ადასტურებს რ2-ის.ბრიფინგიც, სტრასბურგმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, მათ შორის მე-6 მუხლთან დაკავშირებით.
ახლა ყველაფერზე ისაუბრებენ იმის გარდა, რაზეც უნდა ისაუბრონ.
სახელმწიფომ წააგო ორი საქმე და მოიგო ერთი. ორ წაგებულ საქმეზე ტელევიზიებში მსჯელობები არ იქნება და გადაიფარება რ2-ის საქმით.
ამ საქმეში რ2-ის ყოფნა-არყოფნა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ საკუთრების საკითხი. დადგინდა ის, რომ ქონება უკანონოდ იყო ჩამორთმეული, რაზეც ასევე არავინ ისაუბრებს.
რუსთავი2-ს რაც შეეხება, ყველამ იცის, რომ სხვა ლოგოს ქვეშ გააგრძელებს საქმიანობას და დიდად არაფერი შეიცვლება.
კიდევ ერთი თემაა ის, რომ ახლა სტრასბურგის სასამართლოს კრიტიკას ვიწყებთ და კონსპირაციებზე ვაკეთებთ მინიშნებებს. ეს არ.მგონია მომგებიანი იყოს ქვეყნისთვის.
უკეთესი სასამართლო მარსზეა”

ამირან სალუქვაძე – პოლიტოლოგი

სოციალური ქსელი 

შეგახსენებთ, რომ დღეს  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

რასაც დილით ვწერდი, არ იყო საჭირო წინასწარ რაღაც განწყობების შექმნა.თუ იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის მიხედვით…

Gepostet von Amiran Salukvadze am Donnerstag, 18. Juli 2019

იტვირთბა....