ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

სტრასბურგის სასამართლოში გადამწყვეტი როლი მოსამართლე ლადო ჭანტურიამ ითამაშა – ნათელაშვილი “რუსთავი 2-ზე”

“თავიდანვე ავღნიშნავ, რომ რუსთავი-2 კი არა სი- ენ- ენ-ი და ბი-ბის-იც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა ფაქტობრივად ფულის ჩამომტარებლად. ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს”

ასე ეხმაურება “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

იტვირთბა....