ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია ვოლსკის “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს

რუსთავი 2″-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აფასებს.

მისი განცხადებით დადასტურდა ის, რომ სასამართლოს თემაზე კითხვები არ არსებობს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა. ამჯერად დადასტურდა ის, რომ შეჩერების მექანიზმი მოიხსნა დღის წესრიგიდან და დადასტურდა ის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ. სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, სახელმწიფოს და “რუსთავი 2”-ს შორის დავა დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში მართებულად იქნა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

 

იტვირთბა....