aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასეთი კარგი კოორდინაცია არ მინახავს, ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია ნებისმიერი უწყებისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს” – იმნაძე

იმნაძე
aviabiletebi
ავიაბილეთები

“არ შეიძლება ყველა ყველაფრისტი იყოს, არ შეიძლება ყველა ყველაფერს აკეთებდეს. დამისვით კითხვები, რაც მე მეხება” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საკმაოდ კარგი კოორდინაციაა ყველა უწყებასთან და ყველაფერი კეთდება.

„უნდოდათ ტესტები რომ ყოფილიყო ბაზარზე, აი, ბატონო, არის ტესტები, იკეთონ და იყვნენ. არ შემიძლია ლექციების კითხვა. მესმის, რომ თქვენ უნდა დასვათ ის კითხვები, რაც საზოგადოებას აქვს, გააჩნია კიდევ რომელ საზოგადოებას აქვს, მაგრამ თქვენ უნდა დასვათ ეს კითხვები, მერე მე ამას ყველაფერზე უნდა ვუპასუხო, მაგრამ საქმე მაქვს გასაკეთებელი. ყველაფერი რომ მორჩება, მერე ვთქვათ. არ შეიძლება ყველა ყველაფრისტი იყოს, არ შეიძლება ყველა ყველაფერს აკეთებდეს. დამისვით კითხვები, რაც მე მეხება, რამდენი კონტაქტი მაქვს მოსაძებნი დღეს ბოლო შემთხვევების და იმის წინა შემთხვევების, სად უნდა ვეძებო ეს კონტაქტები, როგორ უნდა გამოვიკვლიო ეს კონტაქტები, ეს არის ჩემი საქმე დღეს. მე ამ საქმეში დიდი ხანია ვარ, მე ასეთი კარგი კოორდინაცია არ მინახავს. ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია ნებისმიერი უწყებისთვის, რომ ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება, ყველაფერი კეთდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და ცხრილებს უხაზავს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას.

ეგახსენბთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....