მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ფაქტთან – ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის საქმეზე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.
“მე მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ამ ფაქტთან დაკავშირებით. შეიძლება, კონკრეტული დანაშაულები გამოვლინდეს, მაგალითად, კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოში, რაც შეიძლება იმ პერიოდსაც უკავშირდებოდეს, როცა მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, მაგრამ შეიძლება მე არ მცოდნოდა ამასთან დაკავშირებით. როგორც კი გავიგეთ, მაშინვე ჩავერთეთ. კორუფცია თუ არის, ჯერ უნდა გაიგო. ჩვენ სადაც გავიგეთ, ყველგან ჩავერთეთ. ეს არის ჩვენი მიდგომა. იგივე მიდგომით უნდა იმუშაოს ყველა სახელმწიფო უწყებამ“ – განაცხადა კობახიძემ.
იტვირთბა....

