დიდ ბრიტანეთში, პრინც ჩარლზს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი თავს კარგად გრძნობს და მას ვირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
სად დაინფიცირდა პრინცი ჩარლზი უცნობია, რადგან ის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საზოგადოებრივ შეხვედრებში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, პრინცი 71 წლის არის და რისკჯგუფში შედის. პრინცი ჩარლზი თვითიზოლაციაში იმყოფება.