აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის” – დიმიტრი პესკოვი

ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დღეს საღამოს საერთაშორისო სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი, თუმცა ეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან არ იქნება.

„ეს დღეს არ შედგება. ამ ეტაპზე ეს დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს საშობაო მილოცვა უკვე გაუგზავნა.

„პრეზიდენტმა პუტინმა ტრამპს შობა უკვე მიულოცა და მას მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

იტვირთბა....