ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის არსებითი განხილვა მიდის

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ექს-მინისტრის პროცესი იწყება. სხდომას ესწრებიან ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მინისტრის ყოფილი მოადგილე – გიორგი ხაინდრავა და  ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე

შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური კი, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, პროცესზე ისევ არ გამოცხადდა.

დღეს მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. როგორც ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სიტვით ისარგებლებს ასევე ბრალდებული ჩინოვნიკიც და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

იტვირთბა....