მთავარი ციტატა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

“არის უკვე აშკარა ფაქტი იმის, რომ ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდგომ ეტაპზე. ეს გახლავთ შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე ბიზნესის მხრიდან და საერთოდ საზოგადოების მხრიდან. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება, შეჩერება, ასევე – ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება. ეს ჯანდაცვის სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო ხარისხიანადა უმკურნალოს თითოეულ მოქალაქეს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე”

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 

იტვირთბა....