ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი დეპარტამენტის უფროსი იმის მაგივრად რომ საქმეს მიკეთებდეს, ზის და რაღაც სულელურ ცხრილებს ხაზავს…” – იმნაძე

იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ტვ პირველის” ეთერში განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ანალიზებს უნდა აკეთებდეს, “ზის და რაღაც სულელურ ცხრილებს უხაზავს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას”.

„ყველას დრო გაუჩნდა. გვთხოვენ ინფორმაციას,  მე ხომ ვიცი, ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?! ლუგარიში ყოფნის ნაცვლად, ვიღაცის კითხვარს ავსებს, დისერატიცია უნდა დაიცვას, აი ასეთ ხალხთან მაქვს საქმე. გეუბნებით, ფაქტი სახეზეა, ვავსებთ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ისეთ კითხვარს, რომ სადოქტორო დისერტაცია დაიცვება და ჩემი დეპარტამენტის უფროსი და ლაბორატორიის უფროსი, იმის მაგივრად რომ საქმეს მიკეთებდნენ, კითხვარს ავსებენ, იმიტომ რომ მერე იტყვიან, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია არ გავეცით დროზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ქვეყანაში ყველა ეპიდემიოლოგი გახდა.

ეგახსენბთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....