საქართველოში, “კოვიდ-19”-ის გამო, კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება. აღნიშნულ მონაცემებს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი – stopcov.ge ავრცელებს.
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პირი რჩება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.
21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.