aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთ-ერთ ინფიცირებულთან 110 კონტაქტია გამოკვეთილი, ჯაჭვისებურად გუნდასავით მიდის შემთხვევათა რაოდენობა” – გამყრელიძე

გამყრელიძე
aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთ-ერთ ინფიცირებულთან, რომლიც, სავარაუდოდ, შიდა გადაცემის შემთხვევაა, 110 კონტაქტია გამოკვეთილი – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ერთ-ერთ ინფიცირებულთან, რომლიც, სავარაუდოდ, შიდა გადაცემის შემთხვევაა, 110 კონტაქტია გამოკვეთილი. არ ვიცით ჩვენ ამ 110-დან შემდეგ პირველწყაროს დავადგენთ თუ არა. აქ ისეთი ემთხვევა გვაქვს, რომ დიდი ალბათობით, შეიძლება, ვერ გავიდეთ. საქმე გვაქვს იმ შემთხვევეთან, როდესაც ჯაჭვისებურად, გუნდასავით მიდის შემთხვევათა რაოდენობა. როდესაც არიან ადამიანები, ვინც დადიან საზოგადოებაში, აქვთ სიმპტომები და არ იციან, რომ აქვთ კორონავირუსული ინფექცია. სამ შემთხვევაში ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შეიძლება გვქონდეს საქმე ასეთ შემთხვევებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი კონტაქტების ძიება გრძელდება.” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი. როგორც გამყრელიძე აცხადებს, პიკი იქნება მომავალ სამ-ოთხ კვირაში, რომელიც ემთხვევა რელიგიურ დღესასწაულს.

ეგახსენბთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 90 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 622,343მიაღწია. გარდაიცვალა 28,802 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 137,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....