ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ევროპის გადაიარაღების გეგმამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა, ეს არის ისტორიული ფაქტი და შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

“ევროპის გადაიარაღების გეგმამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა, ეს არის ისტორიული ფაქტი და შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2024-2029 წლების კომისიის მუშაობის პირველი 100 დღე შეაფასა.

“ტურბულენტური დროის მიუხედავად, ეს კომისია ეფექტურად მუშაობს. პირველივე დღიდან ჩვენ დავრჩით იმ კურსზე, რომელიც ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში და რომელიც სამ საყრდენს ეფუძნება – კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. მანდატის მიღებიდან 100 დღის შემდეგ მხარს ვუჭერთ ევროპულ არჩევანს პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....