რუსეთი, ჩინეთი და ირანი ინდოეთის ოკეანეში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ – ინფორმაციას ადასტურებს ირანული მედია Mehr, როგორც გამოცემა წერს წვრთნები 11 მარტს გაიმართება.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, წვრთნები “სამი ქვეყნის ნდობისა და პრაგმატული თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
სამი ქვეყნის წვრთნები პირველად არ ტარდება. რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნა 2019, 2022, 2023 და 2024 წლებშიც ჩატარდა.