ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიაში 101 წლის კაცი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა

101 წლის იტალიელმა მამაკაცმა კორონავირუსი დაამარცხა და საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ, იტალიის ქალაქ რიმინის მერიის წარმომადგენელი გლორია ლისი ავრცელებს.

მისი თქმით, კაცი, რომელის სახელი და გვარიც “Mr.P”-თი არის მოხსენიებული, COVID-19 გასულ კვირას დაუდგინდა. როგორც გლორია ლისი აღნიშნავს, გამოჯანმრთელების ეს შემთხვევა მომავლის იმედია.

“Mr.P-მ ეს შეძლო. ოჯახმა ის სახლში გუშინ საღამოს წაიყვანა. 101 წლის ადამიანის მომავალიც კი არ არის დაწერილი”, – თქვა მან.

101 წლის კაცი, ესპანური გრიპის პანდემიის დროს,  1919 წელს დაიბადა. ვირუსმა მაშინ 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დაახლოებით 500 მილიონი დააინფიცირა.

იტალიაში დღეის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით 80 589 ადამიანია დაინფიცირებული. გარდაცვლილთა რიცხვი 8 215 აღწევს. ხოლო ვირუსისგან 10 361 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 559,235 მიაღწია. გარდაიცვალა 25,354 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 128,781 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

27 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 81 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4505 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....