ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კიევში, სვიატოშინსკის რაიონში მდებარე მოედანს “ქართული ლეგიონის სახელი მიენიჭა

კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით, სვიატოშინსკის რაიონში მდებარე მოედანს “ქართული ლეგიონის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” სოციალურ ქსელში ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პატივი უკრაინაში მებრძოლ დაღუპულ ქართველებსა და საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურღვევ კავშირს ეკუთვნის.

კიევის საქალაქო საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება – სვიატოშინსკის რაიონში მდებარე მოედანს ოფიციალურად “საქართველოს ეროვნული ლეგიონი” ეწოდა.

ეს პატივი ჩვენს დაღუპულ ძმებს და საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ურღვევ კავშირს ეკუთვნის,” – აღნიშნულია პოსტში. 

იტვირთბა....