ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა და მთლიანობაში ინფიცირების 81 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4505 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ხოლო, 23 მარტს, მას შემდეგ რაც მარნეულში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონებად გამოაცხადა.

25 მარტიდან სპეციალისტები კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმებას ახორციელებენ. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ემ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

 

 

იტვირთბა....