აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას აღნიშნავს

25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი მაცხოვრის შობას აღნიშნავს. ამ დღესასწაულს ზეიმობენ კათოლიკური, ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული, ხსნის არმიის, სახარების რწმენისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები. შობა ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია და იესო ქრისტეს, კაცობრიობის მხსნელის, შობას უკავშირდება.

ახალი იულიუსის, ანუ გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, შობა 25 დეკემბერს აღინიშნება იმ ქვეყნებში, სადაც ძირითადად კათოლიკეები, პროტესტანტები, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი და სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები ცხოვრობენ. მათი რწმენის მიხედვით, იესო ქრისტე სწორედ ამ დღეს დაიბადა ბეთლემში. ამ თარიღის აღნიშვნა ისტორიულად უკავშირდება დასავლურ ქრისტიანულ ტრადიციას და დღეს იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ოფიციალურ დღესასწაულად არის გამოცხადებული.

შობის დღეს ტაძრებში აღევლინება საზეიმო ღვთისმსახურებები, იკითხება სახარებისეული ტექსტები მაცხოვრის შობის შესახებ და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობის, სიყვარულისა და მოწყალების იდეას. ტრადიციულად, ეს დღე ოჯახურ გარემოში აღინიშნება, ერთმანეთს ულოცავენ ახლობლებს, ეხმარებიან გაჭირვებულებს და ხაზს უსვამენ იმ სულიერ ღირებულებებს, რომლებიც შობის დღესასწაულის არსს წარმოადგენს.

იტვირთბა....