აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამხდრო უკრაინის ომი ციტატა

რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს – არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო – სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ღამით მტერმა კვლავ შეუტია ოდესის ოლქში საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა“, – აღნიშნა კიპერმა.

თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციული, საწარმოო და სასაწყობო ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა ჩააქრეს.

გარდაცვლილის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

იტვირთბა....