ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთიდან იტალიაში კორონავირუსის შესაჩერებლად გაგზავნილი დახმარება გამოუსადეგარი აღმოჩნდა

კორონავირუსის შესაჩერებლად, რუსეთიდან იტალიაში გაგზავნილი დახმარება გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ, რომაელი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები აცხადებენ.

მათივე ცნობით, დახმარება, რომელიც გამოაგზავნეს რუსეთიდან, ჩინეთის ხელისუფლების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემულ აღჭურვილობასთან შედარებით გამოუსადეგარი და უსარგებლო აღმოჩნდა იტალიის ჯანდაცვის უწყებისთვის.

“ოფიციალურმა პეკინმა გამოაგზავნა საჭირო რაოდენობის პირბადეები, რესპირატორული აღწურვილობა და უშუალოდ ექიმები, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლაში უხანში დაგროვილი გამოცდილება გააჩნდათ. რუსეთის გამოგზავნილი აღჭურვილობა და სპეცსისტემები გათვლილია არა კოვიდ 19-ის ვირუსის, არამედ როგორც ჩანს აღნიშნული მოწყობილობები მეტწილად გათვლილია ქიმიური ან ბიოლოგიური ომის საწინააღმდეგოდ- მათ შორისაა ქიმიური-ბაქტერიული სტერილიზაციის საველე ლაბორატორია.

რუსი სამხედრო მედიკოსების ჯგუფი კი არიან სპეციალისტები მხოლოდ ბიოლოგიურ და ქიმიურ სფეროში- მათ კონკრეტული უნარები და გამოცდილება არ გააჩნდათ კოვიდ 19-ის ვირუსთან ბრძოლაში.” – აცხადებენ პოლიტიკოსები.

ეგახსენბთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....