სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის ლაშა მაღრაძის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
როგორც ლაშა მაღრაძემ განმარტა, მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ანა ნადარიშვილი მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში.
„მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე. ჰქონდა საშუალება ეპასუხა, მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან თუ ამაში ჩართული იყო ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დააკავეს. სუს-ში აცხადებენ, რომ ახალია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.

