ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გული მწყდება, რომ ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი..” – ბენო ქაშაკაშვილი

ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, “რადიო თავისუფლებთან ” ინტერვიუში აცხადებს, რომ მასაც და მის მეუღლესაც დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს.

მისი თქმით, ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ტესტს ხელმეორედ აუღებენ.

„ანუ არ არის ისეთი რამ, რაც თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ – რაღაც ისეთი „დაგეცეს თავში“, რომ ვერ დადიოდე, ხოხავდე… ღმერთმა დაიფაროს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ დაავადება შეიძლება გართულდეს და სახიფათო გახდეს სხვებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს. ეს იყო მიზეზი ჩვენი მოსვლის და ეს არის მოთხოვნა და რეკომენდაცია ყველა ექიმის. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ყველაფერს, რასაც გვეუბნებიან.” -აცხადებს ქაშაკაშვილი.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ბენო ქაშაკაშვილმა და მისმა მეუღლემ 11 მარტს რესტორან „ვინოტელში“ მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე სადილი გამართეს, რომელსაც ჯამში 20 ადამიანი ესწრებოდა.

„გული მწყდება, რომ ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ ვიღაც რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი თბილისში, რომ იცოდეთ, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო და ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს. ის ადამიანი ჩამოვიდა ჯანმრთელი, გაფრინდა ჯანმრთელი და ჯანმრთელად გრძნობს თავს. საერთოდ არავის არაფერი არ ჩამოუტანია. ვირუსს არ გააჩნია არც გეოგრაფია, არც ნაციონალობა და არასწორი ინტერპრეტირება რომ ხდება, ეს ჩემთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ქილიკი და შურისძიების მცდელობა“, – აცხადებს ქაშაკაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, რომანოვების სარიტუალო სუფრასთან ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები დაავადდნენ.

ეგახსენბთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 85 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....