ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში „პროგრესს მიაღწია“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში „პროგრესს მიაღწია“, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი.

დეტალები: რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ „უზარმაზარი დრო და ენერგია“ დახარჯა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომის დასასრულებლად და ახლა „ცდილობს გაარკვიოს, რასთან შეგუება შეუძლია უკრაინას და რასთან — რუსეთს“.

„ჩვენ გვსურს გარკვეულწილად იდენტიფიცირება მოვახდინოთ ორივე მხარის პოზიციების და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მათ დაახლოებას რაიმე სახის შეთანხმებამდე. მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმება ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რისი დათმობა შეუძლია რუსეთს და რის მიღებას ელის – რისი დათმობა შეუძლია უკრაინას და რის მიღებას ელის. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნება უკრაინისა და რუსეთის მისაღები — ეს არ იქნება დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე“.

რუბიოს თქმით, „მოლაპარაკებები არ ეხება ვინმესთვის შეთანხმების თავს მოხვევას“, არამედ იმ წერტილების პოვნას, სადაც ინტერესები „ერთმანეთს ემთხვევა“.

„ვფიქრობ, პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გზა გვაქვს გასავლელი და, ცხადია, ყველაზე რთული საკითხები ყოველთვის ბოლოსთვის რჩება“, — დასძინა მან.

იტვირთბა....