ახალი ამბები

“უკრაინამ რუსულ სამიზნეს ხმელთაშუაზღვაში პირველად დაარტყა” – უკრაინული მედია

უკრაინულ გამოცემა Українська правда-ს წყარო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან (СБУ) უყვება, რომ СБУ-მ ხმელთაშუაზღვის ნეიტრალურ წყლებში მდებარე რუსულ ნავთობტანკერზე საჰაერო დრონებით იერიში მიიტანა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინამ რუსულ სამიზნეს ხმელთაშუა ზღვაში დაარტყა. Українська правда-ს წყაროს თქმით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი QENDIL უკრაინის ტერიტორიიდან 2 000 კილომეტრზე შორს მდებარეობდა.

გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ სპეცოპერაციის მომენტში რუსულ გემს არ გადაჰქონდა არანაირი ტვირთი და ის ცარიელი იყო. შესაბამისად, ეს შეტევა რეგიონში ეკოლოგიურ ვითარებას არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა.

წყაროს თქმით, შეტევის შედეგად ტანკერმა QENDIL კრიტიკული დაზიანებები მიიღო და მისი ნავთობს ტრანსპორტისთვის გამოყენება შეუძლებელი გახდა.

იტვირთბა....