ახალი ამბები მთავარი

“ერთ-ერთი ექიმის კვალიფიციურმა საუბარმა მიბიძგა ეს პოსტი დამეწერა…” – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს.

მისი თქმით, ვირუსის ფართოდ გავრცელებას ქვეყნის ჰოსპიტალური სისტემა ვერ გაუძლებს. ამიტომ მოქალაქეები უნდა დაეხმარონ ექიმებს და დარჩნენ სახლში.

„ახლა, ერთ-ერთ ტელეგადაცემას ვუყურებდი – ექიმი საუბრობდა, მისმა კვალიფიციურმა საუბარმა მიბიძგა ეს პოსტი დამეწერა.

კორონავირისის მასობრივი გავრცელებისგან თავის არიდების და შესაბამისად ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა სახლში დარჩენაა. თორემ თუ ვირუსი ფართოდ გავრცელდა და ქვეყანას მოედო, ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა ვერ გაუძლებს, აღარც ექიმები იქნება საკმარისი – არსებული სისტემა და მედპერსონალი ზღვრულ რაოდენობის ზემოთ ვეღარ დაეხმარება ხალხს.

ამიტომ, თუ ჩვენ დღეს არ დავეხმარეთ ექიმებს, ექიმები ვეღარ დაგვეხმარებიან ჩვენ. ჩვენი მხრიდან დახმარება კი მხოლოდ და მხოლოდ სახლში დარჩენაა. მესმის რა მძიმეცაა ეს, რა ფსიქოლოგიურ, მატერიალურ სიძნელეებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს.

რომ გადავრჩეთ – დავრჩეთ სახლში!“ – წერს ნიკა მელია.

ეგახსენებთ, რომ 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 83 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 14 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4505 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 559,235 მიაღწია. გარდაიცვალა 25,354 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 128,781 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....