ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეიძლება, კორონავირუსული ინფექცია გრიპის კლინიკური სურათის ქვეშ დაიმალოს” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ცხელების ცენტრების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, ცხელების ცენტრების გახსნა მიმართულია იმისკენ, რომ უფრო უკეთ ვაკონტროლოთ კორონავირუსული ინფექციის შიდა გავრცელების შემთხვევები.

„მოგეხსენებათ, ამ პერიოდში არის რამდენიმე მსგავსი დაავადების ზედდება. გრიპი ჯერ კიდევ არის და შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯერჯერობით ისევ მაღალ დონეზეა მიმართვიანობაცჰოსპიტალიზებაც გრიპის გამო. შეიძლება, გრიპის კლინიკური სურათის ქვეშ დაიმალოს კორონავირუსული ინფექცია. ასევე, ამ დროს იწყება უკვე საქართველოში სეზონური ალერგიების სეზონიც, რომელსაც იგივე სიმპტომები ახასიათებს, ცოტა ნაკლებად ტემპერატურა. ამიტომ არის ცხელების ცენტრები აუცილებელი, რომ ადამიანი, ვისაც ექნება მაღალი ტემპერატურა და ხველა, იქ მიბრძანდეს.

მათ ჩაუტარდებათ შესაბამისი გამოკვლევა და ასევე აეღებათ ნიმუში კორონავირუსულ ინფექციაზე, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, არ გამოგვეპაროს გრიპის ან გრიპის მსგავსი დაავადების ქვეშ კორონავირუსული ინფექცია. ასევე ჩვენ სერიოზულად გავაძლიერეთ ე.წ. სენტინელური ზედამხედველობის ცენტრები, სადაც გვაქვს გრიპზე დაკვირვების ცენტრები, სადაც ვიღებთ ნიმუშებს. გრიპის ყველა ნიმუში უკვე სამი კვირაა, იტესტება კორონავირუსზეც და ჯერჯერობით ამ ცენტრებში ჩვენ არ გაგვპარვია გრიპის საფარქვეშ კორონავირუსული ინფექცია, მაგრამ ეს ცენტრები ერთეულია, ბევრი არ არის, ამიტომ არის საჭირო ე.წ. ცხელების ცენტრები იყოს ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეგახსენბთ, რომ 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 90 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  4534 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 622,343მიაღწია. გარდაიცვალა 28,802 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 137,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....