aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლეტალური შემთხვევებიც იქნება, ვინაიდან ამას პრაქტიკულად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა” – ცერცვაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, შესაძლებელია იყოს ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც, მაგრამ საქართველო შეძლებს ერთი-ორი საფეხურით უფრო კეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნებას, ვიდრე ევროპის ქვეყნებს აქვთ.

“ახლო მომავალში, საქართველოში მოსალოდნელია შემთხვევების მატება და შესაძლოა, მნიშვნელოვანი მატებაც, რამდენადაც ჩვენი ქვეყანა ე.წ. მეოთხეული განვითარების ეტაპზე გადავიდა. ანუ, როდესაც არის შიდა გავრცელება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინფიცირებული პიროვნება ზუსტად ვერ ასახელებს კონტაქტებს, თუ ვისგან გადაედო დაავადება. ამ სიტუაციაში შემთხვევების მატება გარდაუვალია. სამწუხაროდ, ალბათ, ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც იქნება, ვინაიდან ამას პრაქტიკულად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა, მაგრამ ვერტიკალი, რომელიც ძალიან ორგანიზებულად მოქმედებს, შეძლებს, საქართველოს ეპიდემიის განვითარების ამ ახალ სტადიაზეც ექნას ერთი-ორი საფეხურით უფრო კეთილსაიმედო მდგომარეობა, ვიდრე ევროპის ქვეყნებს აქვთ.” – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველო შეძლებს ეპიდემიის დრამატულად განვითარება აიცილოს თავიდან.

“ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, თავისი უზარმაზარი უარყოფითი შედეგებით – როგორც ეკონომიკური ზარალით, ისე ადამიანური მსხვერპლით.

მყისიერად მოქმედებამ უკვე გამოიღო შედეგი და შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში ჯერჯერობით, ერთადერთი ცხელი კერა ლოკალიზებულია და შესაძლებელია, ის, რისი საფრთხეც თავიდან იყო და გვეშინოდა, რომ ამას ინფექციის უმართავი გავრცელება შეიძლებოდა, მოჰყოლოდა, ახლა უფრო მეტია იმედი, რომ ეპიდემიის გავრცელება იქნება, მაგრამ მართვადი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 79 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 10 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4346 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 492,799 მიაღწია. გარდაიცვალა 22,192 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 119,732 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....