ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსული ინფექციისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10 გახდა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკა ყველა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა.

მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 32 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა. გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ჩვენს ცენტრში 42 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამსი ინფიცირებულტა რიცხვი 73 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

 

იტვირთბა....