ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 20 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კოორნავირუსული ინფექციის “კოვიდ-19”-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 20 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი იტალიაშია, სადაც ვირუსის შედეგად 7500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ამ მაჩვენებლით ესპანეთმა ჩინეთს გაუსწრტო.

2000-ზ მეტი ადამიანი დაიღუპა ირანში, ათასზე მეტი საფრანგეთში. ხოლო, ამერიის შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს მიაღწია.

საერთო ჯამში, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 450 ათასს აჭარბებს. მათგან 110 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი პანდემიად გამოაცხადა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ბევრმა ქვეყანამ საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და სხვადასხვა მიმართულებით მკაცრი შეზრუდვები დააწესა.

 

იტვირთბა....