საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა 9.5 %-ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6 045 იყო, რაც წლიურად 16.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, დეკემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურად 10.1%-ით გაიზარდა და 16.5 მლრდ ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა.