aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი ინფიცირებული შემთხვევებიდან ერთი მათგანი სტიქაროსანია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში კორონავირუსით სტიქაროსანი დაინფიცირდა, რომელიც მკურნალობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის.

ამასთან, დაინფიცირებულები არიან სტიქაროსანის ოჯახის  წევრებიც და კლინიკაში მისი ბაბუა, დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი იმყოფება.

81 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოჯახის დანარჩენი წევრები კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 39 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

4 აპრილს გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. პაციენტი კლინიკაში 31 მარტს  შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

5 აპრილს კი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

იტვირთბა....