ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  კომენდატის საათი ამოქმედდება.

როგორც გახარიამ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პერიოდში იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება.

“საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად სრული კარანტინი ცხადდება. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე, ტრანსპორტით. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდატო საათი”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, იმის გამო, რომ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ ითვალისინებენ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, “ის დამოკიდებულება, რომელსაც  დღეს ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, უბრალოდ მიუღებელია.”

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  ხოლო, 23 მარტიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

ამ დროისთვის, საქართველოში ახალი ვირუსის “კოვიდ-19”-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 100-მდე გაიზარდა. მათგან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

 

იტვირთბა....