ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....