ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით დღეს საქართველოში მეორე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

COVID 19-ით ინფიცირებული ქალი კლინიკაში  თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს, პაციენტი 81 წლის იყო და იგი საუნივერსიტეტო კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

იტვირთბა....