ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვლა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, ინფიცირებულს, კორონავირუსის გარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიური სიკვდილი გამოიწვია.

შეგახენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ინფიცირებული კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას, კორონავირუსის გარდა, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო:

იტვირთბა....