ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა მნშვნელობა აქვს კორონავირუსით დავიღუპებით თუ შიმშილით…” – ემიგრანტები

ევროპაში ჩარჩენილი ემიგრანტები დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მინიმალური შემოსავლის გარეშე, ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები. უმეტესობას კი ბილეთის ფულიც არ აქვს.

მათი მოთხოვნაა ხელისუფლებამ სპეცრეისი დანიშნოს და მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნოს. მათივე განცხადებით, მათ ვერავინ პირდება ჩარტერული რეისიები კონკრეტული ქვეყნებიდან დაინიშნება თუ არა.

”თვეზე მეტი სახლში ვისხედით, ოჯახში ჩვილი ბავშვ შეგვეძინა,, არც იურიდიული დაბადების მოწმობა აქვს და ვერ მიგყვავს ექიმთან. აცილებელია სამშობლოში დავბრუნდეთ. ვერც საკვების და ვერც ბინის გადასახადს გადავიხდით.

სულ რომ ბილეთის თავი დავანებოთ ელემენტარული საკვების ფული არ გვაქვს, ქუჩაში სამჭლის გარეშე თუ დავრჩებით რა მნშვნელობა აქვს კორონავირუსით დავიღუპებით თუ შიმშილით.

გარდაცვლილთა რაოდენობა იმატებს, ვისაც ბილეთ შეძენილი ქონდა ბილეთი, ფრენები გადაიდო, ვითხოვთ დახმარებას მთავრობისგან რომ იქნებ დანიშნონ ფრენები რომ დავბრუნდეთ სამშობლოში. დაახლოებით 100 ადამინი ვართ ვინც მზადვართ დავბრუნდეთ, 1 თვეა რაც სახლში ვსხედვართ შემოსავლის გარეშე.” – აცხადებენ კვიპროსაა, იორდანიასა და უნგრეთში მყოფი ემიგრანტები.

ეგახსენბთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 597,458 მიაღწია. გარდაიცვალა 27,370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს. „კოვიდ 19“ დიდ ბრიტანეთში, 71 წლის პრინც ჩარლზსაც დაუდასტურდა.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 86 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 16 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

საქართველოში  21 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დეკრეტი გამოსცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

25 მარტიდან საქართველოში სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ, კორონავირუსის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტებით, მოსახლეობის მიზნობრივი შემოწმება მოახდინონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....