ევროკავშირში თვლიან, რომ “ოცნებამ” არა მხოლოდ შეაჩერა EU-ში გაწევრიანება, არამედ ფაქტიურად ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ – ასე ეხმაურება გუშინ ბრიუსელში გამართულ დებატებს “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
სამადაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს.
სამწუხარო რეალობა ის არის, რომ საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ არის ფაქტობრივად სრული თანხმობა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას შორის, რომ შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მეორეს მხრივ ევროკავშირში წარმოდგენილი სრული პოლიტიკური სპექტრი ასევე თვლის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მხოლოდ იმაში კი არ მიუძღვის ბრალი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეაჩერა, არამედ მათ ფაქტიურად ჩაიდინეს დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც გამოიყენეს უცნობი, ქიმიური ნივთიერება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს განცხადებები ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატები გაიმართა.

